Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დღევანდელი ტრენინგი შეეხებოდა უკუკავშირის მიცემას. გავეცანი საჭირო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებასა და მათი შეფასების მეთოდებს.
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით შევაფასე ჩემი მეწყვილის პროექტი- ბუნებრივი მოვლენები. მივეცი უკუკავშირი. შეფასება გავაკეთე დადებითი პუნქტებიდან, მივეცი შესაბამისი ინსრუქციები.
ეს ტრენინგი დამეხმარება შევაფასო და ჩემს მიერ შექმნილი პროექტის შეფასების დროს მქონდეს ცოდნა,შევძლო ობიექტურად შეფასება.
 უკუკავშირი აუცილებელია ნებისმიერი პროექტის გაკეთების დროს, რადგან მას სარგებლობა მოაქვს როგორც პროექტის ავტორისთვის ასევე შემფასებლისთვის.

No comments:

Post a Comment